გახდი AI ინჟინერი პითონი და AI აგენტები

პითონის კურსი დამწყებთათვის: Python, პროგრამირება, AI ინჟინერია

ისწავლე python პროგრამირება და AI ინჟინერია ნულიდან. შექმენი AI აგენტები, RAG აპლიკაციები, ვებსაიტები და სხვა პროექტები შენი პორტფოლიოსთვის. კურსის განმავლობაში შეისწავლი პითონს ნულიდან, LangChain-ს, LangGraph-ს, და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლებიც გამოიყენება რეალურ, AI-ზე დაფუძნებულ ვებ-აპლიკაციებში. ეს არ არის მხოლოდ თეორიული პროგრამირების კურსი. აქ შენ შეასრულებ 20 პროექტს პითონით, შექმნი 3 AI აგენტს, შექმნი მრავალფეროვან პორტფოლიოს და შეიძენ იმ ცოდნას, რომელსაც ითხოვს თანამედროვე ტექ ინდუსტრია. კურსის ბოლოს აიღებ ჰარვარდის ოფიციალურ სერტიფიკატს; ცხადია, ,,ScaleUp აკადემიის'' სერტიფიკატთან ერთად.

რას ისწავლით ამ კურსზე?

  • პითონის საფუძვლები
  • 50 სავარჯიშო
  • 20 პროექტი
  • 3 AI აგენტი

გიგი ჩაკაბერია

მე ვარ გიგი, back-end დეველოპერი და მენტორი. 5 წელზე მეტია საგანმანათლებლო საქმიანობით ვარ დაკავებული და ძალიან მომწონს ეს საქმე.

პროგრამირების ამ კურსით მსურს, პითონისა და AI ინჟინერიის სწავლა სასიამოვნო პროცესად ვაქციო მრავალი ადამიანისთვის.

ვფიქრობ, პროგრამირება ძალიან სახალისო აქტივობაა, მაგრამ სწავლის გზაზე ბევრი ბუნდოვანებაც გვიგროვდება. ჩემი, როგორც მენტორის, როლი სწორედ ამ გაუგებარი საკითხების მარტივ ენაზე ახსნა იქნება.

P.S. კურსის დაწყებამდე თუ რაიმე გაინტერესებთ, ჩანიშნეთ 15 წუთიანი (ან მეტი — როგორც დაგვჭირდება) შეხვედრა ჩემთან. სიამოვნებით გაგესაუბრებით თქვენთვის საინტერესო საკითხებზე.

გიგი ჩაკაბერია

ნაწილობრივი წვდომა

250 ₾/თვეში
  • ლექციების ვიდეო-ჩანაწერები
  • დავალებების მიმოხილვა და შესწორება
  • ქვიზები
  • შეხვედრები პრობლემური საკითხების გასარჩევად
  • ფინალური პროექტი & სერტიფიკატი
რეგისტრაცია
ყველაზე პოპულარული

სრული წვდომა

400 ₾/თვეში
  • ვაკანსიების რეკომენდაციები & მენტორინგი
  • სრული წვდომა კურსის ყველა მასალაზე
  • ინტერაქტიული Live ლექციები
  • გასაუბრებებისთვის მომზადება
  • დავალებების მიმოხილვა და შესწორება
  • ქვიზები
  • ფინალური პროექტი & სერტიფიკატი
გადახდა რეგისტრაცია

ინფორმაცია კურსის შესახებ

ძალიან ჭკვიანი უნდა ვიყო?
არა. ვარჯიშით ყველაფერი ,,დამუღამებადია”. მითია, რომ პროგრამირებას კანტის ასკეტიზმი და ნიუტონის გენიოსობა სჭირდება! მაგრამ მართალია, რომ ის მოტივაციას, მოთმინებასა და დისციპლინას მოითხოვს!
წინასწარ რამე უნდა ვიცოდე პროგრამირებაზე ან AI აგენტებზე?
არა. წინასწარ პროგრამირებასა თუ AI-ზე რაიმის ცოდნა არ არის საჭირო. ყველაფერს კურსზე ვისწავლით. ეს ,,პითონი + AI" კურსი არის მათთვის, ვისაც ერთი ხაზი კოდიც კი არასდროს დაუწერია!
რა პროექტების შექმნას ვისწავლით პითონით?
პროექტების სია ცოტა გრძელია. აი, ზოგიერთი მათგანი: შევქმნით ამინდის პროგნოზის ვებ-საიტს, ჭკვიან კოდის ასისტენტს, ვალუტის მაკონვერტირებელ სერვისს, ჩატბოტებს, QR code-ის გენერატორს, ,,ჯეირანის” თამაშს, ლეგენდარულ თამაშ – Snake-ს, პაროლის მაგენერირებელს… ვისწავლით SQL ბაზებთან მუშაობას, E-mail ების დაგზავნას პითონით, მონაცემების ვიზუალიზაციას… შევქმნით ,,ახალი ამბების” ვებ-საიტს Flask-ის გამოყენებით. ვისწავლით API-სთან მუშაობას, საკუთარი API-ს შექმნას. დავეუფლებით “პრომპტ ინჟინერიას”, შევქმნით AI აგენტებს და სხვა...

თუ ეს ყველაფერი დამაინტრიგებლად გამოიყურება, პითონის ეს კურსი შენთვისაა.
რას ვისწავლი ამ კურსზე?
ყველაფერი იწყება 0-დან! თავდაპირველად, შენ ამ კურსზე ისწავლი პითონის საბაზისო ელემენტებს, პროგრამირების ,,აი-იას”. ხოლო საფუძვლების დაუფლების შემდეგ გადავალთ პროექტების კეთებაზე. კურსის განმავლობაში ჩემთან ერთად შექმნი 20-ზე მეტ პროგრამას/აპლიკაციას და 3 AI აგენტს, რითაც დამსაქმებელს აჩვენებ, რომ თავდაჯერებულად შეგიძლია პითონით მუშაობა. ბოლოს კი აიღებ ჰარვარდის ოფიციალურ სერტიფიკატს და ასევე ჩვენი სასწავლო ცენტრის, ,,სქეილაფის” სერტიფიკატსაც.

კურსის ვიდეო

კურსდამთავრებულთა შეფასებები

"ძალიან კმაყოფილი ვარ Python-ის კურსით და იმ შესაძლებლობით, რაც ScaleUp-ისგან მივიღე. ლექციები საინტერესო და კარგად სტრუქტურიზებულია, რისთვისაც დიდი მადლობა გიგი ჩაკაბერიას, ჩვენს მენტორს, რომელმაც რთული კონცეფციები მარტივად აღსაქმელი გახადა."

გიგა მირუაშვილი

"აღნიშნული კურსი ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც კი გამივლია. ეს მისი მენტორის, გიგის დამსახურებაა, ვსწავლობთ მარტივი და გასაგები ენით. ლექტორი თავისი საქმის პროფესიონალია. მომწონს მისი მზაობა, ნებისმიერ დროს ამომწურავად გიპასუხოს კითხვებზე."

ბექნუ ფარჯიანი

"მინდა მადლიერება გამოვხატო სქეილაფისა და ჩემი ლექტორის, გიგი ჩაკაბერიას მიმართ, იმ ცოდნის გაზიარებისა და მოტივაციისთვის, რასაც მთელი კურსის განმავლობაში ვიღებდი."

გიორგი საყევარაშვილი

"ScaleUp-ისა და Harvard-ის კურსების კომბინაციამ დამანახა, რომ შეიძლება მცირე დროში დიდი შედეგების მიღწევა. ეს გიგის პროფესიონალიზმის, საქმისა და მოსწავლეების მიმართ დიდი სიყვარულის დამსახურებაა."

თამთა მახარაძე

ფორმატი

ლექციები წარიმართება ონლაინ ორშაბათს და ოთხშაბათს 20:00 საათზე.
შემდეგი ნაკადის დასაწყისი – 22 სექტემბერი.

ხანგრძლივობა

3 თვე. 24 გაკვეთილი. კვირაში 2-ჯერ. თითო ლექციის ხანგრძლივობა – 2 საათი

შედეგები

პითონით პროექტებზე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი. AI აგენტების შექმნა.